რეზონანსი
25.12.2023

"ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ "ოცნებას" ივანიშვილის საჭიროება დაუდგება, თუმცა კუპრაძის თქმით, ამით არაფერი შეიცვლება, რადგან აქამდეც ის რამდენჯერმე შემობრუნდა პოლიტიკაში, მაგრამ ეს დამატებითი დროც რუსული საქმის საკეთებლად გამოიყენა. 

ის ფაქტი, რომ ისინი უბრალოდ წარადგენენ უბრალოდ ჩამოწერილ სახელებს და გვარებს დასამტკიცებლად პოლიტსაბჭოს შემადგენლობისა, არის კიდევ ერთიდ ასტური მათ ანტიდემოკრატიული დამოკიდებულების. ვინ იქნება ეს სახელები და გავრები, ამას, რა თქმა უნდა, ივანიშვილი წყვეტს და ფაქტია, რომ ივანიშვილის საჭიროება "ქართულ ოცნებას" დაუდგება, მაგრამ ამით არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ, რომ ივანიშვილი რამდენჯერმე შემობრუნდა ქართულ პოლიტიკაში, მოიხადა მრავალგზის ბოდიშები, ითხოვა პატიება, ითხოვა დამატებითი დრო, მაგრამ ეს დამატებითი დროც გამოიყენა რუსული საქმის საკეთებლად", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად? ეს არის ახლა მთავარი კითხვა, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ მოულოდნელად დანიშნულმა ყრილობამ გააჩინა. დიდი ღონისძიება 30 დეკემბერს ჩაატარდება. მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ პარტიული ყრილობა ეწყობა იმიტომ, რომ პარტიული რიგებიდან ოფიციალურად გარიცხონ კახა კუჭავა და ეკა ტიკარაძე, მაგრამ სულ სხვა მოლოდინებია პოლიტიკურ კულუარებში.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×