რეზონანსი
25.12.2023

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან საპატიმროში გადაყვანის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას გამოეხმაურა.

„სააკაშვილის კლინიკური მდგომარეობის თაობაზე მსჯელობაში ყველაზე კომპეტენტურ ხალხად ვერ მივიჩნევთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან კონკრეტულად გახარიას პარტიას. ამის გათვალისწინებით, მათი მხრიდან საუბრის დაწყება სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როდესაც ძალიან კარგად იციან, რომ ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც ეს საკითხი წყდება, არის სამედიცინო დასკვნა. ამ ფონზე ამ საუბრის წამოწყება მე ვფიქრობ, რომ არის ერთგვარი შენიღბვის შესაძლებლობა იმ ალიანსისა, რომელიც გააჩნია ამ პოლიტიკურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×