რეზონანსი
25.12.2023

იაკობ მესტვირიშვილი, რომელიც ერთ-ერთია იმ სასულიერო პირებიდან, რომელმაც ევროკავშირის დროშა დაწვა, "პირველებთან" ამბობს, რომ კანონი არ დაურღვევია.

მესტვირიშვილი მზადაა პასუხი აგოს იმ შემტხვევაში, თუ ვინმეს ზიანი მიაყენა, თუმცა აცხადებს, რომ  არავისთვის ზიანი არ მიუყენებია.

ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ დამკავშირებიან. კანონდარღვევა ის არის, რომ ადამიანი იმყოფება დღეს ციხეში, ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია. კანონი არის დარღვეული იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ისჯება უსამართლოდ. მე მზად ვარ ვაგო პასუხი, თუ რაიმე დავაშავე, თუ ვინმეს რაიმე ზიანი მივაყენე, მაგრამ არავისთვის ზიანი არ მიმიყენებია", - ამბობს იაკობ მესტვირიშვილი. 

სოციალურ ქსელში პრორუსი რადიკალების მხარდამჭერი სასულიერო პირების ვიდეოკადრები ვირუსულად ვრცელდება. მღვდლებს ხელში უჭირავთ ევროკავშირის დროშა და კამერის წინ ანადგურებენ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×