რეზონანსი
25.12.2023

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას სამედიცინო დაწესებულებიდან ჩაერთვება თუ პენიტენციური დაწესებულებიდან, აბსოლუტურად ერთნაირი იქნება - ამიტომ, სამართლებრივი ნორმებით ჟონგლიორობა არ ღირს, - ასე პასუხობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პარტია "საქართველოსთვის" მოთხოვნას სააკაშვილის ციხეში გადაყვანის შესახებ.

სარჯველაძის აზრით, გიორგი გახარიას პარტიის აღნიშნული ინიციატივა მათი და "ნაციონალური მოძრაობის" ალიანსის შენიღბვის მცდელობაა.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მსჯელობაში ყველაზე კომპეტენტურ ხალხად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას - მათ შორის გახარიას პარტიას ვერ მივიჩნევთ.

მათი მხრიდან სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე საუბრის წამოწყება იმ ალიანსების შენიღბვის მცდელობაა, რაც გახარიას პოლიტიკურ პარტიას "ნაციონალურ მოძრაობასთან" გააჩნია.

აღნიშნული ინიციატივით გამოსვლის მიზანი ეს შეიძლება იყოს. ეს ორი პოლიტიკური გუნდი ერთმანეთთან თანამშრომლობს - ასე დაიწყო გახარიას პარტიამ მოღვაწეობა, ასე გრძელდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×