რეზონანსი
25.12.2023

46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო, - ბრძანა პატრიარქმა, ქადაგებისას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა. წირვას ესწრებოდა თავად პატრიარქიც.

„46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო. ღვთის ლოცვა-კურთხევა გვაძლიერებდა ჩვენ და თქვენი სიყვარული. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი სიყვარულისთვის", - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.

სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ უწმინდეს მღვდელმთავრების სახელით პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მიმართა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა. ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×