რეზონანსი
25.12.2023

არჩევნებიდან არჩევნებამდე ახალი პოლიტიკური ძალების გაჩენა, ქვეყნისა და მისი პოლიტიკური ცხოვრების მდგრადობაზე მთლად კარგის მიმანიშნებელი არ არის. ის, რომ „ქართული ოცნება" მდგრადი განვითარების გარანტორია, ეს ამომრჩევლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაინახა, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში" ჩართვისას მამუკა ხაზარაძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძემ თავის გამოსვლაში, „ძველ პარტიად" უფრო „ნაციონალურ მოძრაობა" იგულისხმა.

„რა თქმა უნდა, ის გულისხმობს „ქართულ ოცნებასაც", მაგრამ ამავდროულად გულისხმობს „ნაციონალურ მოძრაობას". პირველ რიგში, ისიც ცდილობს, ახლა თქვას, რომ ჩვენ ვართ სუფთა - „ნაციონალურ მოძრაობასთან" არაფერი გვაკავშირებს. ის, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანა ასეთი რყევის ქვეშ ჰყავდათ, ეს ყველაფერი ხალხმა დაივიწყოს. ეს განცხადება ამისკენ არის მიმართული. ამასთან, საზოგადოება იმასაც ხედავს, რომ არც „ლელოს" მესვეურები არ არიან ახალი სახეები ქართულ პოლიტიკაში.

ზოგადად, არჩევნებიდან არჩევნებამდე ახალი პოლიტიკური ძალების გაჩენა, ქვეყნისა და მისი პოლიტიკური ცხოვრების მდგრადობაზე ეს მთლად კარგის მიმანიშნებელი არ არის. ის, რომ „ქართული ოცნება" მდგრადი განვითარების გარანტორია, ეს ამომრჩევლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაინახა. მათ შორის, იმ ამომრჩეველმა, რომელიც ჯერ კიდევ მერყევია და ახლა ფიქრობს, მომავალი არჩევნებისთვის საით გააკეთოს მან არჩევანი", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობასთან" დისტანცირება გადაწყვიტა „ლელომაც". მამუკა ხაზარაძისთვის „ლელოა" ერთადერთი ალტერნატივა, რომელმაც ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×