რეზონანსი
25.12.2023

ეს არის განცხადება იმისთვის, რომ იმ ცუდ დღის წესრიგს, რომლის თანამონაწილეები ისინი იყვნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში (მათ შორის კანდიდატის სტატუსის არ მოცემის საკითხში თანამშრომლობდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან") მაქსიმალურად გაემიჯნონ. ეს არის ამ განცხადების რეალური მიზანი, - ასე აფასებს ირაკლი ქადაგიშვილი პარტია „საქართველოსთვის" წევრების მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის შესახებ.

ამ თემაზე საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ „ქრონიკაში" ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა" რეგიონულ საკრებულოებშიც თანამშრომლობდნენ და აღნიშნა, რომ „საქართველოსთვის" წევრები ცდილობენ იმ ამომრჩევლის მიზიდვას, რომლებიც არც „ქართულ ოცნებას" და არც „ნაციონალურ მოძრაობას" უჭერენ მხარს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ ფლობს იმ ელექტორალურ ველს, რომელიც შეიძლება თავისუფლად ჩაითვალოს, იმიტომ რომ ისინი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგის შემადგენლები და ის ამომრჩეველი, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო ოპოზიციურად არის განწყობილი „ქართული ოცნების" მიმართ, მაინც „ნაციონალურ მოძრაობაში" ხედავდა საკუთარი ინტერესის გამოხატვას. ამიტომ, ახლა, როდესაც მათ სჭირდებათ არჩევნებისთვის თავისი ამომრჩეველი გააჩინონ, მომხიბვლელები გახდნენ რაღაც სეგმენტისთვის მაინც, იწყებენ დისტანცირებას „ნაციონალური მოძრაობისგან", - მიიჩნევს ქადაგიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×