რეზონანსი
25.12.2023

დუბლინში, შობის ღამეს სროლის შედეგად 1 კაცი დაიღუპა, მეორე კი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მძიმე მდგომარეობაშია. ინციდენტი შობის ღამეს ადგილობრივი დროით საღამოს 20:00 საოჯახო რესტორანში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

ირლანდიური მაუწყებელი RTÉ ვარაუდობს, რომ სროლა ბანდებთანაა დაკავშირებული და ინციდენტი ნარკოტიკებსა და იარაღს უკავშირდება. ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, ჰელენ მაკენტიმ განაცხადა, რომ თავდასხმა, იქ სადაც ოჯახები იკრიბებიან, "ამაზრზენი" იყო.

"ვწუხვარ მომხდარი ძალადობის გამო. ამ მანკიერებამ შობას წარმოუდგენელი ადამიანური ტანჯვა გამოიწვია. ვფიქრობ დაღუპულებზე, მათზე, ვინც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და მართლაც მთელი სასწრაფო დახმარების პერსონალზე, რომელიც მუშაობდა შობის ღამეს, რომლებიც უნდა გაუმკლავდნენ ამ უაზრო ძალადობას", - დაწერა მაკენტიმ ინსტაგრამზე.

ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. პოლიციამ საზოგადოებას მოუწოდა არ გააზიარონ ვიდეოები შემთხვევის ადგილიდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×