რეზონანსი
25.12.2023

არესტოვიჩი ჩვენს საზოგადოებას ახსოვს იმ კრიტიკული განცხადებებით, რომელიც მან საქართველოს წინააღმდეგ არაერთხელ გააკეთა და თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ურთიერთობების გაცივებაში, რომელიც პირველ რიგში უკრაინიდან იყო მომდინარე, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ერთადერთი რასაც საქართველო ვერ გააკეთებდა, იყო ის, რომ საომარ მოქმედებებში ვერ ჩაერთვებოდა. რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია ჩვენ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე საუბარი", - აღნიშნა მიქანაძემ.

უკრაინამ და რუსეთმა ზავის დადების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ საერთო სარჩელი უნდა შეიტანონ, - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ მრჩეველს ეკუთვნის. ალექსეი არესტოვიჩმა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა მეორე ფრონტის გახსნისკენ, პოზიცია შეიცვალა და პუტინთან დაზავებაზე Youtube-ს ერთ-ერთ არხზე ინტერვიუს დროს ალაპარაკდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×