რეზონანსი
25.12.2023

გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი ადრეა, რადგან ბევრ პარტიას თავისი შინაარსი გამოსაკვეთი აქვს , - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური იდეოლოგია ჭირს და სულ ორი პარტიაა, რომელთა შინაარსზეც კამათი შეიძლება.

„საკითხობრივი თანამშრომლობის კულტურას მხარს ვუჭერ და დანერგილიც გვაქვს. საკითხობრივად ჩვენ თითქმის ყველა პარტიასთან ვთანამშრომლობთ.

რაც შეეხება გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას - მე მგონი, დღეს ჩვენ სხვადასხვა ეტაპზე ვართ და ადრეა ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ბევრ პარტიას თავისი შინაარსი აქვს გამოსაკვეთი. პიროვნული სიმპათია საკმარისი არ არის. ჩვენს ველზე რომ გაიხედოთ, ერთი-ორი პარტია არის ჩვენთან ერთად, რომელსაც აქვს მკვეთრად გამოკვეთილი ფასეულობები. სულ ორი პარტიაა, რომელზეც შეგვიძლია დღეს შინაარსზე კამათი", - აღნიშნა დოლიძემ.

მან ასევე ე.წ. მესამე პოლიტიკურ ცენტრთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ თვითმარქვიობაა, როდესაც ადამიანი გამოდის და საკუთარ თავს რაღაცად აცხადებს.

ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ მას „მესამე ცენტრობა" არ უნდა და სურს, „პირველი ცენტრი" იყოს.

„მე წინააღმდეგი ვარ თვითმარქვია პოლიტიკის და ამას ვეძახი ისეთ განცხადებებს, რომელსაც მიჩვეული ვართ და რითაც მართლაც დაიღალა ჩვენი ამომრჩეველი, რომ გამოვა ვიღაც და თავს გამოაცხადებს ან ამად, ან იმად, ან ცენტრად, ან ძალად. ნუ, ეს თვითმარქვიობაა ახლა და ჩვენი ამომრჩეველი სწორად პასუხობს ხოლმე ასეთ ხალხს, როდესაც საკუთარ თავს რაღაცად აცხადებს. მე ვფიქრობ, რომ შენ ამომრჩეველი შესაბამისად გამოგაცხადებს პრემიერობის კანდიდატადაც, პრეზიდენტობის კანდიდატადაც, მესამე ცენტრად. მე არ მაქვს მესამე ცენტრობის პრეტენზია და არც რაიმე შუაშისტობის პრეტენზია. თავში ყოფნის პრეტენზია მაქვს, პირველი ცენტრის ლიდერობის პრეტენზია მაქვს და შუაში ვისაც უნდა, რომ იყოს - იყოს", - აღნიშნა დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×