რეზონანსი
25.12.2023

სირიის დედაქალაქ დამასკოზე ისრაელის ავიაიერიშს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალი რანგის ოფიცერი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.

როგორც ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA იუწყება, "რაზი მუსავი რამდენიმე საათის წინ, დამასკოს გარეუბანში, ზეინაბიას რაიონში სიონისტური რეჟიმის თავდასხმის დროს დაიღუპა".

როგორც ირანული მედია წერს, მუსავი სირიაში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მრჩეველი იყო.

ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი კი აღნიშნავს, რომ მუსავი გენერალ ყასემ სულეიმანისთან დაახლოებული პირი იყო. 2020 წლის 3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის" მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.

მუსავი პასუხისმგებელი იყო ირანსა და სირიას შორის სამხედრო ალიანსის კოორდინაციაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×