რეზონანსი
25.12.2023

ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა მერის მოადგილე სოფო ხალვაშთან და „რანინას" წევრებთან ერთად, ევროპის მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთო. ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სადღესასწაულოდ მორთულ სივრცეში სანტას კუთხე, 360° გადაღება, ჯამბაზების წარმოდგენა, ცეცხლოვანი შოუ და სხვადასხვა სადღესასწაულო აქტივობა მოეწყო. გაიხსნა საახალწლო გამოფენა-ბაზრობაც. ასევე, გაიმართა კონცერტი პროექტ „რანინასა" და ბენდი „რეგიონის" მონაწილეობით.

„დღესვე სტარტი აიღო პროექტმა „ახალი წელი შენს ეზოში". საახალწლოდ მორთული ავტომობილი, ანიმატორებითა და სანტა კლაუსით, ბათუმის ქუჩებში პატარების საახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნებს.

მერიის ინფორმაციითვე, საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 31 დეკემბერს კი გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართება", - აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×