რეზონანსი
26.12.2023

„ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ჰგონია, ოპოზიციაში შეჯიბრი აქვთ, ვინ უფრო მეტ სისულელეს იტყვის.

მისი თქმით, აქამდე ლევან ხაბეიშვილი იყო დაწინაურებული, ახლა კი აშკარად გადაუსწრო ხაზარაძემ.

„მგონია, ოპოზიციაში შეჯიბრი აქვთ, ვინ უფრო მეტ სისულელეს იტყვის. აქამდე ხაბე იყო დაწინაურებული, ახლა აშკარად გადაუსწრო ხაზარაძემ. ამბობს, რომ მოვა ხელისუფლებაში და პირველი რასაც გააკეთებს, იქნება ის, რომ შევა კონფლიქტში რუსეთთან. ეკონომიკურად გაანადგურებს რუსეთის ფედერაციას სანქციებით და ასეთ გაბრწყინებას ჰპირდება საქართველოს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×