რეზონანსი
26.12.2023

ჩვენ შევძლებთ, რომ ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების თვალსაზრისით, რეგიონში ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო ვიყოთ მინისტრმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. „იმ ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლებიც ჩვენ დავდეთ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, რომელიც ეტაპობრივად იქნება მიღებული თავდაცვის ძალებში და 2025 წელს დასრულდება ძირითადი ნაწილი, ჩვენ შევძლებთ რომ ვიყოთ ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო რეგიონში ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების თვალსაზრისით," - განაცხადა მან ჯუანშერ ბურჭულაძემ ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი წარმოება უწყების პრიორიტეტია. „ჩვენ თუ ჯავშანჟილეტების და ჩაფხუტების შემთხვევაში გვქონდა რამდენიმე წლიანი ჩამორჩენა, წარმადობა გავზარდეთ ორჯერ, სამჯერ და არანაირი შეფერხება აღარ გვაქვს. ის მოთხოვნა, რაც ერთი წლის ჭრილში აქვს თავდაცვის ძალებს, სრულად კმაყოფილდება," - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×