რეზონანსი
26.12.2023

„ნაცმოძრაობამ" ვერაფერი დააკლო ხელისუფლებას და ახლა „ნაცმოძრაობას" ჩაუდგა ოპოზიციაში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საზოგადოება უყურებს, რომ „ნაცმოძრაობა" არის „ნაცმოძრაობის" ოპოზიციაში. „ნაცმოძრაობაში" გრძელდება ტელესერიალი „ერთხელ ნაცმოძრაობაში", თან ეს სეზონურადაა დაყოფილი. ჯერ გაყოფის სეზონი იყო, ახლა კი 37-ე სეზონია, „გაორება ნაცმოძრაობაში". ასეთია სეზონის დასახელება. „ნაცმოძრაობამ" ვერაფერი დააკლო ხელისუფლებას და ახლა „ნაცმოძრაობას" ჩაუდგა ოპოზიციაში. ახლა ჩვენ ვუყურებთ, რომ „ნაცმოძრაობა" არის „ნაცმოძრაობის" ოპოზიციაში. ასე თუ გაგრძელდა 2024 წლამდე, შეიძლება 5 პროცენტიანი ბარიერიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ამ „ნაცმოძრაობისთვისაც" კი", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×