რეზონანსი
27.12.2023

"ფოტორობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს, ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა", - წერს სოციალურ ქსელში დიდ დიღომში საეჭვო ვითარებაში დაღუპული 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა. როგორც ნატო ხუტაშვილი წერს, ინფორმაციის მომწოდებელი 10 000 დოლარით დაჯილდოვდება.

"გთხოვთ გააზიაროთ! ამ ფოტორობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა. გთხოვთ, კარგად დააკვირდეთ, ინფორმაციის მომწოდებელი დაჯილდოვდება 10 000 დოლარით. ანონიმურობა გარანტირებულია" - წერს ნატო ხუტაშვილი.

ანა იანუშაიტიტე 16 მარტს ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მანამდე 12 წლის გოგონა მისი სახლის მიმდებარედ სეირნობდა, შემთხვევამდე  ის არაერთმა მეზობელმა ნახა.  მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს დაახლოებით 2 საათზე  გოგონა დაღუპული იპოვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×