რეზონანსი
27.12.2023

ბათუმში წყლისპირის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში მოქალაქეები შეიჭრნენ. მათი თქმით, შენობის დატოვებას არ აპირებენ, რადგან საცხოვრებელი არ აქვთ და თავშესაფარს ითხოვენ.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

„ქირას ვერ ვიხდით, ავადმყოფები და მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს, თავზე გვაწვიმს, არ გვაქვს წასასვლელი. კი, უკანონოდ შემოვიჭერით, თუმცა სხვა გზა არ გვაქვს. ვითხოვთ ყურადღებას“, - ამბობენ მოქალაქეები.

მოქალაქეებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე შეხვდა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მოქალაქეებს ბათუმის მერიის პროგრამაში ჩართვასა და დახმარებას დაჰპირდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×