რეზონანსი
27.12.2023

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ის და ნიკა მელია სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან. როგორც ხაზარაძემ „პირველის“ ეთერში აღნიშნა, მათი ამოცანაა ხელისუფლების სათავეში მოიყვანონ კოალიციური მთავრობა.

„არანაირი მოლაპარაკება, გარდა მოკითხვისა და ინფორმაციების გაცვლისა მე და ნიკა მელიას შორის არ არსებობს. ერთმანეთს ვეკონტაქტებით, პოლიტიკაში ვართ ორივე. ერთ რამეს გიდასტურებთ, მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები. როგორ იქნება, ამას, პირველ რიგში, ამომრჩეველს ვკითხავთ. ამოცანა გვაქვს, ეს ხელისუფლება გავისტუმროთ და სათავეში მოვიყვანოთ კოალიციური მთავრობა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ხომ არ არის შანსი მელიასთან გაერთიანების და რას ფიქრობს გავრცელებულ ინფორმაციაზე, დიდი ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ხელოვნური გაერთიანების მომხრე არასდროს ყოფილა.

„არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს პარტიას. ვეძებ იმ ადამიანებს, რომელთა მიზანი, ბიოგრაფია, წარსული ემთხვევა ჩვენს მიზანს, დნმ-ს. არასდროს ვყოფილვარ ხელოვნური გაერთიანების მომხრე, ეს არასდროს გამიკეთებია და არც გავაკეთებ. გაერთიანებასთან დაკავშირებით ადამიანები რატომ გულისხმობთ, რომ აუცილებლად ერთი პარტია უნდა იყოს. შეიძლება, ცალ-ცალკე პარტია იყოს და თავიდანვე შევთანხმდეთ, რატომ მოვდივართ. მელია თუ დააფუძნებს თავის პარტიას, ჩვენ ჩვენი პარტია გვაქვს და ჩვენს პარტიას ვავითარებთ“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×