რეზონანსი
27.12.2023

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შეთანხმება დაამტკიცა. ინფორმაციას გამოცემა "ეხო კავკაზა" ავრცელებს. 

დე ფაქტო პარლამენტში სხდომას 35-დან 28 "დეპუტატი" ესწრებოდა. "გადაწყვეტილებას" 25-მა მათგანმა დაუჭირა მხარი. ე.წ ოპოზიციონერებმა მას "სამარცხვინო" უწოდეს და მისი დაუყოვნებელი გაუქმება მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხი ე.წ "პარლამენტს" 28 დეკემბერს უნდა განეხილა, თუმცა მოგვიანებით საკითხის განხილვის თარიღად 27 დეკემბერი ჩაინიშნა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ის გახდა რომ ე.წ "ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა" საკითხის განხილვის პარალელურად, 28 დეკემბერს, საპროტესტო აქცია დააანონსეს.

ე.წ "საკანონმდებლო ორგანოსთან" საპროტესტო აქცია 26 დეკემბერს გაიმართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×