რეზონანსი
27.12.2023

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე „ხალხის ძალის“ განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, როგორიც 2008 წლის აგვისტოს ომია, მკაფიოდ უნდა იყოს დაფიქსირებული პოზიციები.

„ასეთი პიროვნებების წინ წამოწევა, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდი განცხადებები აქვთ გაკეთებული და ამით აქვთ თავი დამახსოვრებული საზოგადოებისთვის, არამც თუ უხერხულად გამოიყურება, არამედ მძიმე იარლიყია. ყველას კარგად ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივი გადაწყვეტილებები, მათ შორის [ევროსაბჭოს] რეზოლუციასთან დაკავშირებით. ამას სჭირდება რეაგირება, ანალიზი, შეფასება. არ შეიძლება, რომ მკაფიოდ არ იყოს დაფიქსირებული პოზიციები ისეთ მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, როგორიც გახლავთ მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომი“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების აუცილებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×