რეზონანსი
27.12.2023

ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად მოკლული სამხედრო 42 წლის ლაშა გუჯეჯიანია, რომელიც თავდამსხმელთან მეგობრობდა. ის წულუკიძის ქუჩაზე 39 წლის კაცმა მოკლა, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე სამხედროა.

"კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე თავდამსხმელმა მას შეხვედრა და საუბარი სთხოვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თავდამსხმელმა ლაშა გუჯეჯიანის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდჯერ გაისროლა, ის ადგილზე დაიღუპა.

ცხედარი ამ წუთებში ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა, მკვლელობაში ბრალდებული 1984 წელს დაბადებული პირი, ცხელ კვალზე დააკავა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის,განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×