რეზონანსი
27.12.2023

ენმ-ის ყოფილი წევრი, ბაჩო დოლიძე "ლელოსთან" თანამშრომლობას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ ისინი (იგულისხმება ენმ-ის ყოფილი წევრები და ნიკა მელიას მხარდამჭერები) 2024 წლის არჩევნებზე დამოუკიდებლად იქნებიან წარმოდგენილები და მათ ცალკე საარჩევნო ნომერი ექნებათ.

"ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იქნება, თუ სხვებიც განიხილავენ იმას, რომ ჩვენთან ერთად პარტნიორობა შესაძლებელია ბევრ საკითხთან მიმართებაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ მახარებს, თუმცა ჩვენ დამოუკიდებლად ვაპირებთ შესვლას არჩევნებზე, შესაბამისად, გვექნება ცალკე ნომერი, ცალკე პოლიტიკური პლატფორმის სახელი. არ ვაპირებთ არავისთან შერწყმას, დანარჩენი კი, რაც გულისხმობს პოლიტიკურ პარტნიორობას, მივესალმები ბევრ პოლიტიკურ პარტიასთან," - განაცხადა ენმ-ის ყოფილმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×