რეზონანსი
27.12.2023

„ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებას „ნაცმოძრაობის" გასამართლების მოთხოვნის შესახებ. მისი თქმით, „ხალხის ძალის" პირველი წინასაარჩევნო დაპირება არის კოლექტიური ნაცმოძრაობის განეიტრალება და პოლიტიკური ექსტრემიზმის პოლიტიკის მიღმა გაყვანა.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება, მომავალი პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ.

2012 წლიდან მოყოლებული, ბევრჯერ ვიხილეთ ქვეყნის აყირავების მცდელობა რადიკალი პოლიტიკოსების მხრიდან და სანამ ქართული პოლიტიკის სტერილიზაცია არ მოხდება პარაზიტებისაგან და ექსტრემიზმის მიმდევარი სუბიექტებისაგან, სულ ტურბულენტობაში მოგვიწევს ცხოვრება.

ბევრს აინტერესებს „ხალხის ძალა”, როგორც პოლიტიკური აქტორი რას გეგმავს და ესეც პირველი საარჩევნო დაპირება - უნდა გავანეიტრალოთ კოლექტიური ნაცმოძრაობა, სრულიად გავიყვანოთ პოლიტიკის მიღმა პოლიტიკური ექსტრემიზმი და მკაცრი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს, ყველა მოღალატეობრივ აქტს, აქტორსა და მათ ნამოღვაწარს!

უფრო მეტიც,

ნაცმოძრაობა უნდა აიკრძალოს, როგორც სუბიექტი, დამნაშავე პარტია!

„არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა!” - წერს ქადაგიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×