რეზონანსი
27.12.2023

პოლიტიკურ გზაზე შემდგარი ზურაბიშვილისთვის მძიმე იქნებოდა შეიწყალოს ადამიანი, რომელმაც არა მარტო ის დანაშაულები ჩაიდინა, რაზეც ახლა სასამართლო მიმდინარეობს, არამედ სადისტური მართვის სისტემა შექმნა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„სააკაშვილმა ფულით მიაღწია იმას, რომ შეექმნა გარკვეული პოზიცია საერთაშორისო დონეზე, რომელიც საქართველოს ინტერესებს დაუპირისპირდებოდა მისი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. პოლიტიკურ გზაზე შემდგარი ზურაბიშვილისთვის მძიმე იქნებოდა, შეიწყალოს ადამიანი, რომელმაც არა მარტო ის დანაშაულები ჩაიდინა, რაზეც ახლა სასამართლო მიმდინარეობს, არამედ სადისტური მართვის სისტემა შექმნა. ხალხის ქუჩაში გამოყვანა, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარის განვითარება ერთადერთი გზაა, როდესაც სადისტებს შეუძლიათ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ვივამედიდან ოპოზიციამ ახალი დავალება მიიღო. მიხეილ სააკაშვილი ბევრ მრავალრიცხოვან აქციას და სამიზნის გასწორებას ითხოვს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. პატიმარი სააკაშვილი კი ცდილობს ხალხი და დაარწმუნოს, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროკავშირში ვერ გააწევრიანებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×