რეზონანსი
27.12.2023

ვინ არის კაცი, რომელმაც ოჯახი თქმით, სავარაუდოდ,  12 ბავშვი მოკლა? - ოჯახმა სავარაუდო დამნაშავის ფოტორობოტი რამდენსამე საათის წინ გაასაჯაროვა.

უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც ამბობს, რომ მამაკაცი ამოიცნეს. ადგილობრივები საუბრობენ, რომ კაცი  დიღომში  ცხოვრობს და მკვლელობის ადგილზეც  შეუმჩნევიათ, თუმცა  მის ვინაობას პოლიცია თითქმის ერთი წელია ვერ ადგენს. 

წარმოიდგინეთ, რომ სახე ნაცნობია, ესე იგი მხვდება ამ ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, ამ უბნელია. არ არის გამორიცხული, რომ აქ ცხოვრობდეს, რადგან ძალიან ნაცნობი სახეა, ანუ ხშირად შემხვედრია, რომ გამოვდივარ. აბსოლუტურად არავინ არ გამოუკითხავთ"- ამბობს "პირველებთან" ადგილობრვი. 

ერთადერთი მტკიცებულება კი რომლითაც  სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება იყო შესაძლებელი გაქრა - გარდაცვლილი მოსწავლის ადვოკატები  ამბობენ,  რომ მკვლელის თმის ნიმუში, რომელიც გარდაცვლილი მოზარდის ცხედარზე იყო დარჩენილი, პოლიციამ იპოვა, თუმცა არ დალუქა და საქმეში არ ჩადო.

17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ გოგო მოკლეს, რადგან მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×