რეზონანსი
27.12.2023

15 წლის გოგო, რომელმაც ბავშვი გააჩინა, კახეთის ერთ- ერთ მუნიციპალიტეტში საცხოვრებლად დედასთან ერთად ჩავიდა და არსებული ინფორმაციით, 11 წლით უფროს მამაკაცთან საცხოვრებლად საკუთარი ნებით გადავიდა. ბიჭის დედა ამბობს, რომ გოგო მათთან ოთხი თვე ცხოვრობდა, რის გამოც შვილთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა. ამ კონფლიქტის ნიადაგზე ახალგაზრდა კაცი რამდენიმე თვე დაკავებულიც იყო, თუმცა არასრულწლოვანთან კავშირის გამო, სამართალდამცველებს რეაგირება არ ჰქონიათ.  მამაკაცი ამ დრომდე არ არის დაკავებული.

"თავის ფეხით მოვიდა, სამჯერ დედაჩემმა გააგდო, წადი საციხოდ შვილს ნუ გამიხდიო. მეოთხედ რომ მოვიდა, აღარ წავიდა. თავს მოვიკლავ და მაინც შენთან ვიქნებიო. სამი თვე ჩემი შვილი ციხეში იყო, პრობლემა მოგვივიდა, რომ პატარაა და საციხოდ თავს ნუ გაიხდი მეთქი" - ამბობენ ბიჭს ოჯახში.

არსებული ინფორმაციით, "ქორწინებას" ეწინააღმდეგებოდა 15 წლის გოგოს დედაც. 

შეგახსენებთ, 15 წლის ბავშვი ბავშვი ხაშურის საავადმყოფოში გააჩინა. ორსულობის 26-ე კვირაზე, ის ხაშურის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანეს. ამჟამად კი მოზარდი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია, რადგან ჩვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×