რეზონანსი
27.12.2023

ყოფილი რეჟიმის გასამართლებას მე ვემხრობი. მე ვიყავი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი 2012-2016 წლების პარლამენტში, რომელიც ყოველთვის ამბობდა, რომ დიახაც, სააკაშვილის რეჟიმი, როგორც დამნაშავე რეჟიმი, როგორც კრიმინალური პირამიდის შემქმნელი რეჟიმი, როგორც სისტემური დანაშაულების ჩამომყალიბებელი რეჟიმი უნდა გასამართლდეს აუცილებლად, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„პირველ რიგში პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ეს არის ჩემი მოსაზრება, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი იზიარებდა და დღესაც იზიარებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ამ მსჯელობის დროს გამომჟღავნდება დანაშაულის ნიშნები. ეს ყველაფერი უნდა გადაიგზავნოს შესაბამისი წესით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. ამ აზრზე ვიყავი 10 წლის წინ და არ შემიცვლია ჩემი მოსაზრება“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×