რეზონანსი
28.12.2023

საბურთალოს რაიონში, აქტიურად გრძელდება წიგნის პოპულარიზაციისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტის განხორციელება.

ამჯერად, ქართველი მწერლისა და პოეტის, ოთარ ჭილაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, ო. ჭილაძის ქუჩა N166-ის მიმდებარედ ახლად მოწყობილ დასასვენებელ სივრცეში. ღონისძიებაზე ცნობილმა მწერლებმა და მსახიობებმა ოთარ ჭილაძის ლექსები და ციტატები წაიკითხეს. პოეტის ოჯახის წევრებმა მის შემოქმედებაზე ისაუბრეს.

საღამოს ესწრებოდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები და სტუდენტები, ასევე საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე.

„ოთარ ჭილაძის სახელობის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. დამონტაჟდა ისეთი სიმბოლური დეტალები, რომლებიც დიდ ქართველ მწერალსა და პოეტს ოთარ ჭილაძეს ეძღვნება. მნიშვნელოვანია წავახალისოთ წიგნიერება, სწორედ ამიტომ ამ სკვერში, კიდევ არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართება", - განაცხადა გიზო ვასაძემ.

ღონისძიებას წარუძღვა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი გოგა ჩანადირი, რომელმაც წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც 2 500 კვ. მ ფართობია, დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყო საბავშვო-გასართობი და სავარჯიშო სივრცე.

დასკვნით ეტაპზე, ტერიტორია გამწვანდა, 1 800 კვ.მ ფართობზე დაიგო რულონური ბალახი და დაიგო 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 663 751 ლარი გამოიყო, ხოლო სამუშაოები შპს „ლაგომ" შეასრულა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×