რეზონანსი
28.12.2023

შავ ზღვაში რუსულ ნაღმზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი აფეთქდა. ინფორმაციას უკრაინის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. აფეთქების შემდეგად ორი მეზღვაური დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გემი მარცვლეულის ჩასატვირთად დუნაის ერთ-ერთი პორტისკენ მიემართებოდა. აფეთქების შედეგად გემმა დაკარგა სიჩქარე და კონტროლი, ხანძარი გაჩნდა ზედა გემბანზე. წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად კაპიტანმა გემი მიწაზე დააფიქსირა.

მარცვლეულით დატვირთული გემი უკრაინის დუნაის პორტისკენ მიემართებოდა და სწორედ ამ დროს შეეჯახა რუსულ ნაღმს. აფეთქების შედეგად გემმა კონტროლი დაკარგა, გემბანზე კი ხანძარი გაჩნდა.

აფეთქებული გემის წევრებს უკრაინის სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს დახმარება. ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მეორეს კი ადგილზევე გაუწიეს დახმარება. გემთან ბუქსირი გაიზგავნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×