რეზონანსი
29.12.2023

ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე, პატივს ვცემ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთობის სურვილი არა მხოლოდ გამოუთქვამს, არამედ დაუმტკიცებია საქმითა და ქმედებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, პოლიტიკოსი ნიკა მელია სოციალურ ქსელ „ფესიბუქზე" წერს.

მელიას თქმით, ასეთ ბრძოლაში მნიშვნელოვანია სწორი, ღირებულებითი ერთობა.

„გამარჯვება ყოველთვის იწყება მიზნის არსებობით, გამარჯვების რწმენით, პრინციპულობით და მზაობით - იარო რთულ, მაგრამ მართალ გზაზე;

ავირჩიეთ რთული გზა და ვიცოდით მასზე კონკურენტებს ვერ შევხვდებოდით, თუმცა ამ გზაზე აუცილებლად შევხვდებით თანამებრძოლებს

ვიცი ასეთ ბრძოლაში რამდენად მნიშვნელოვანია სწორი, ღირებულებითი ერთობა;

ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე, პატივს ვცემ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთობის სურვილი არა მხოლოდ გამოუთქვამს, არამედ დაუმტკიცებია საქმითა და ქმედებით.

თუმცა მხოლოდ ხალხის ინტერესის კარნახით, მათი დაკვეთით შექმნილი ერთობა, შეიძლება იყოს ცვლილებისა და გამარჯვების მომტანი",- წერს მელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×