რეზონანსი
29.12.2023

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.

როგორც ბრიტანული გამოცემა ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, სარაკეტო ტავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 144 ადამიანი დაშავდა.

"რუსეთმა დღეს დარტყმა განახორციელა თითქმის ყველაფრით, რაც არსენალში აქვს: „კინჟალებით", S-300-ით, ფრთოსანი რაკეტებით, უპილოტო საფრენი აპარატებით, სტრატეგიული ბომბდამშენებით გაშვებული X-101/X-505 რაკეტებით", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

"სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტულ დარტყმებს. გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის, ყველა ქალაქის, მთელი ჩვენი ერის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს და დამარცხდება კიდევაც", - დასძინა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×