რეზონანსი
29.12.2023

,,ავერსი" არ ეთანხმება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნას და განცხადებას ავრცელებს:

"კონკურენციის ეროვნული სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება არის სრულიად უსაფუძვლო და სრულიად უსამართლო. კომპანია ,,ავერსმა" კონკურენციის სააგენტოს ყველანაირად არგუმენტირებული და დასაბუთებული მტკიცებულებები წარუდგინა, რომლებიც გამორიცხავენ კომპანიებს შორის რაიმე სახის გარიგებულ ქმედებას. სააგენტომ სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა „ავერსის" არგუმენტირებული მტკიცებულებები.

კომპანია ,,ავერსი" არ ეთანხმება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნას, რადგან ,,ავერსს" არასდროს არავისთან არ ჰქონია რაიმე სახის გარიგება, მით უმეტეს ფასებზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ,,ავერსი" აუცილებლად გაასაჩივრებს სასამართლოში."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×