რეზონანსი
29.12.2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო შაქშაქეთში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ქალს ჭრილობა თავის არეში არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა.

სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

„არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლი დანით დაჭრა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორც ვიცი ოპეაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა“, – უყვებიან ადგილობრივ სააგენტოს.

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×