რეზონანსი
30.12.2023

დღეს „ქართული ოცნება“ პარტიის ყრილობას გამართავს, რომელიც14:00 საათზე დაიწყება. პარტიის ყრილობაზე განახლდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარტიის წესდებაში განხორციელდება მცირე ცვლილება, მანამდე განსაზღვრული 20 წევრის ნაცვლად, პოლიტიკურ საბჭოში 15 წევრი აირჩევა.

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტიკური საბჭოს შემდეგი შემადგენლობა – ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი და მარიამ ქვრივიშვილი. პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე.

ამასთან, ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში განიხილავენ საერთო პოლიტიკურ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×