რეზონანსი
30.12.2023

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, გამოძიება ბოლო ეტაპზეა გადასული და დაიწყება დაკავება იმ ადამიანების, რომლებიც მართავდნენ არალეგალურ „ქოლ-ცენტრებს“ და იძარცვებოდნენ ევროპელი პენსიონერები. 

„ეს ძალიან სავალალო, სამწუხარო ამბავია, ზოგადად, ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, მათ შორის ჩვენი ოპოზიციისთვის. ასევე, იმ მედიებისთვის, რომლებსაც კეზერაშვილი აფინანსებს, რადგან მისი ახლობელი, ოჯახის წევრი დაკავებულია გერმანიის პროკურატურის შედეგად გამოცემული ორდერის საფუძველზე. გამოძიება ბოლო ეტაპზეა გადასული და ნათლად ჩანს, რომ როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყება დაკავება იმ ადამიანების, რომლებიც მართავდნენ არალეგალურ „ქოლ-ცენტრებს“, იძარცვებოდნენ ევროპელი პენსიონერები. იმედი მაქვს, სამართლიანობა და სამართალი იზეიმებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×