რეზონანსი
30.12.2023

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

„მთელ უკრაინაში სარაკეტო საფრთხეა! დაფიქსირდა MiG-31K-ის აფრენა. საჰაერო თავდასხმის სიგნალს ნუ უგულებელყოფთ!" - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, რუსეთმა, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაზე ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა რაოდენობა ჯერ არ არის დაზუსტებული, უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაახლოებით, 30 ადამიანი დაიღუპა და 160 დაშავდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×