რეზონანსი
30.12.2023

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2023 წლის განმავლობაში უკრაინაში რუსი ჯარისკაცების საშუალო დღიურმა დანაკარგმა 300-ს მიაღწია. 

როგორც უწყება წერს, იმ შემთხვევაში თუ ეს ამ სიხშირით გაგრძელდება, მაშინ მომდევნო წლის განმავლობაში, ოკუპანტი ქვეყანა ნახევარ მილიონ ჯარისკაცზე მეტს დაკარგავს. 

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 358,270 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან ერთად განადგურდა 5,969 ტანკი, 11,053 ჯავშანტრანსპორტიორი, 8,435 საარტილერიო სისტემა, 939 სარაკეტო სისტემა, 621 საზენიტო საბრძოლო სისტემა, 329 თვითმფრინავი, 324 ავიაგამანადგურებელი, 6,554 დრონი, 1,708 ფრთოსანი რაკეტა, 23 გემი, ერთი წყალქვეშა ნავი და 1,260 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×