რეზონანსი
30.12.2023

"ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში მნიშვნელოვანია არა იმდენად არჩევნების შედეგებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ამ არჩევნებისთვის ჩვენი საზოგადოება იმდენად კონსოლიდირებული იყოს, რომ ნებისმიერ დესტრუქციას გასცეს პასუხი,"- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ არის რისკები, ოპოზიციამ "სხვა მეთოდები" გამოიყენოს.

"ოპოზიცია იმდენად განადგურებულია, რომ ერთი მხრივ, ხედავდით, იყო მცდელობები, რომ იქნებ რაიმენაირად ბარიერი დაწეულიყო იმისთვის, რომ საერთოდ შანსი ჰქონოდათ პარლამენტში შესვლის. ამიტომ, შედეგებისთვის არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია პირიქით, იმის გამო, რომ ვინაიდან ოპოზიცია არის აბსოლუტური მარცხის ზოლზე, არის რისკები, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდეს სხვა მეთოდების გამოყენებას, მათ შორის, აქედანვე ვხედავთ, რომ არის მცდელობა მომავალი არჩევნების დისკრედიტირების.

ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში მნიშვნელოვანია არა იმდენად არჩევნების შედეგებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ამ არჩევნებისთვის ჩვენი საზოგადოება იმდენად კონსოლიდირებული იყოს, რომ ნებისმიერ დესტრუქციას გასცეს პასუხი. ასე რომ, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლის ამ დროს, როდესაც არჩევნები ჩავლილი იქნება, ქართულმა საზოგადოებამ ისევე აღნიშნოს ახალი წელი, წარმატებით და ოპტიმისტურად, როგორც ამ ახალ წელს აღვნიშნავთ," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ქართული ოცნების" პარტიულ ყრილობაზე გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ის მმართველი გუნდის წევრებმა პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილების მიზეზები მან დეტალურად განმარტა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×