რეზონანსი
30.12.2023

ივანიშვილის მარცხი, 2024 წელს, მიიღებს საჯარო ხასიათს, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილითავმჯდომარე ნიკა მელია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

როგორც მელია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს, ცვლილება მხოლოდ ხალხის ნებით მოხდება.

„ივანიშვილის მარცხი, 2024 წელს, მიიღებს საჯარო ხასიათს და დამარცხდება არა ღარიბაშვილი, კობახიძე, ან კრებსითი პაპუაშვილი, არამედ, ამ მანკიერი პოლიტიკური სისტემის შემქმნელი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც კულისიდან ვეღარასოდეს გადავა მეორე კულისში, ჩრდილოვანი მართვის გასაგრძელებლად. თუმცა, ამ პროცესში ყველას უნდა გვესმოდეს და ვიაზრებდეთ საკუთარ პასუხისმგებლობას, ცვლილება მოხდება მხოლოდ ხალხის ნებით, მისი ასახვით პოლიტიკაში და არა ფულის ფულთან, ერთი კულუარის, მეორე კულუართან დაპირისპირებით... დღეს, ბრძოლის ყველაზე ბასრი იარაღი, მანკიერი სისტემის დემონტაჟისათვის არის სიმართლე, მომავლის სწორი პერსპექტივის შექმნა, მისი განხორციელება და პროცესებზე საჯაროდ პასუხისმგებლობის აღება",- წერს მელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×