რეზონანსი
31.12.2023

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "ინფო რუსთავის"ცნობით, ორი ავტომობილი ერთმანეთს, შემდეგ კი ერთ-ერთი გაჩერებაზე მდგომ ახალგაზრდა გოგონას შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით ახალგაზრდებმა ტაქსის შეჩერება სცადეს და მძღოლს ხელით ანიშნეს. ტაქსის მძღოლმა, რომელიც "ტოიოტას" მარკის ავტომობილს მართავდა და მესამე ზოლში მოძრაობდა გაჩერება სცადა, მარჯვნივ დაიწყო მოძრაობა რა დროსაც, სავარაუდოდ, მეორე ზოლში მოძრავ "მერსედესის" მარკის ავტომობილს დაეჯახა. "მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლმა კი საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის მარჯვენა მხარეს გადავიდა, ბორდიურზე ავარდა, დაეჯახა გადასასვლელთან მყოფ გოგონას, რის შემდეგაც საგზაო ნიშანი მოგლიჯა და გაზონზე გაჩერდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

18 წლის გოგოს სამედიცინო დახმარება ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს, მას შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანებები არ მიუღია.

ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×