რეზონანსი
03.01.2024

ეს არის 2024 წელი, გადამწყვეტი წელი, არჩევნები მოდის და რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, როგორც მაკონსოლიდირებელი ძალის, აქ არის გასათვალისწინებელი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია საკმაოდ მოშლილი, მორყეულია, დაპირისპირების რეჟიმში იმყოფება და ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით აგრესიული გახდება მათი ქმედებებიც, საბოტაჟიც უფრო დახვეწილ ფორმებს მიიღებს.

„საზოგადოების დიდ ნაწილს, მხარდამჭერები მყავს მხედველობაში და არა მხოლოდ, საკმაოდ პოზიტიურად ეჩვენა ეს ნაბიჯი. გარდა ამისა, ეს არის 2024 წელი, გადამწყვეტი წელი, არჩევნები მოდის და რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, როგორც მაკონსოლიდირებელი ძალის, აქ არის გასათვალისწინებელი. გარდა ამისა, ოპოზიცია საკმაოდ მოშლილი, მორყეულია, დაპირისპირების რეჟიმში იმყოფება და ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით აგრესიული გახდება მათი ქმედებებიც, საბოტაჟიც უფრო დახვეწილ ფორმებს მიიღებს. რასაკვირველია, კვლავ ლიდერი, ჯგუფის, გუნდის შემქმნელი და ჩამომყალიბებელი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, წაადგება ამ საქმიანობას და მთლიანად საქართველოსთვისაც არ არის რამე გასაკვირი იმაში, რომ მმართველ გუნდს მეტი კონსოლიდაცია ჰქონდეს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდა ცნობილი. ის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×