რეზონანსი
03.01.2024

EU-ს დათქმების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნა პანაცეა არ არის, - ამის შესახებ სახელისუფლებო გუნდის წევრი გია ვოლსკი საუბრობს. მმართველი პარტიის წევრი ამბობს, რომ ამისთვის კომიტეტები არსებობს, სადაც აღნიშნულ საკითხზე მსჯელობაა შესაძლებელი. 

ამასთან, ვოლსკი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა საუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით მხოლოდ საბოტაჟს ემსახურება. 

სამუშაო ჯგუფების ამოჩემებაში, აი, ამ თემების ამოჩემებაში, აი, ამ საბოტაჟის მცდელობას რომ ვხედავთ, ფაქტია. საბოლოო გადაწყვეტილება მე არ მითქვამს, არ გეტყვით, იმიტომ, რომ არ არის. ჩვენი ხედვით,რომ კომიტეტებში მუშაობა, რომელიც ყველასთვის დაშვებულია, ამაზე უკეთესი ფორმატი, მითუმეტეს დარგობრივი კომიტეტის, ამაზე უკეთესი ფორმატი, გინაც პარლამენტის თავმჯდომარესთან, არ არსებობს. შეიცვალა, სამუშაო ჯფუფი არსებობდა, საბოტაჟის მერი რა ვიხილეთ? შეიძლება სამუშაო ჯგუფიც შეიქმნას, კომიტეტებიც გაგრძელდეს, მაგრამ აი, სამუშაო ჯგუფის პანაცეად ჩვენება, წამოწევა ამ საკითხის, უკვე მიანიშნებს იმაზე აშკარად, თითქმის 100%-ის სიზუსტით იუთითებს იმაზე, რომ საბოტაჟი არის კვლავ მთავარი სტრატეგიული გეგმა, - ამბობს ვოლსკი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×