რეზონანსი
03.01.2024

სასოწარკვეთილება, რაც დაეუფლა ჩვენს ოპონენტებს, კარგად წარმოაჩენს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების ფასს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„შიდა და გარე საფრთხეები არ იკლებს, მატულობს, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ახლა ივანიშვილის დაბრუნება ახალი დინამიკის მიმცემი იქნება. მან განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში მისი მობრუნების მთავარი მისია იქნება საქართველოს სრულუფლებიანი ინტეგრაცია და გაწევრიანება ევროკავშირში. ეს იქნება თავზარდამცემი ამბავი ჩვენი ოპონენტებისთვის ქვეყნის შიგნით თუ გარეთ“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდა ცნობილი. ის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×