რეზონანსი
04.01.2024

სალომე ზურაბიშვილი რამდენი ტრიბუნასთან დადგა, იმდენი უბედურებები უთხრა საკუთარ საზოგადოებას, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა, ან უნდა აგინოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ან შეურაცხყოფა მიაყენოს საზოგადოებას, მას სხვანაირად არ შეუძლია.

„როგორც ბავშვს ვერ მისცემ ასანთს იმიტომ, რომ რაღაც უბედურებას დამართებს თავის თავსაც და სახლსაც, ისე არ შეიძლება ტრიბუნა მისცე სალომე ზურაბიშვილს, რადგან, რამდენი ტრიბუნასთან დადგა, იმდენი უბედურებები უთხრა საკუთარ საზოგადოებას.

ან უნდა აგინოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ან შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს საზოგადოებას, მისივე ამომრჩეველს. ამ ადამიანს სხვანაირად არ შეუძლია. ჩვენ სად გვაქვს იმის რესურსი, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს, ჩვენ თვითონ შევუწყოთ ხელი იმაში, რომ ასანთი მივცეთ, ცეცხლი აანთოს და თავის თავსაც და ქვეყანასაც უბედურება დამართოს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×