რეზონანსი
04.01.2024

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის იუბილეს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატმა პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა და ქვეყნის წინაშე მის ღვაწლს გაუშვა ხაზი.

„ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს 91 წლის იუბილეს! ვუსურვებ ჯანმრთელობასა და სულიერების სათავეში დიდხანს ყოფნას.

უდიდესია მისი ღვაწლი სასულიერო და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. რთულ ვითარებაში, მის გონიერ გადაწყვეტილებას, ხშირად მოუტანია საზოგადოებრივი სიმშვიდე ქვეყანაში. ის მსოფლიო მნიშვნელობის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელია, რისი აღიარების შემსწრე არაერთხელ ვყოფილვართ.

ბედნიერია ჩვენი თაობა იმით, რომ თითოეული ჩვენგანი მისი მოღვაწეობის უშუალო თანამონაწილე ვართ", - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×