რეზონანსი
04.01.2024

რამდენიმე დღის წინ, მსახიობმა, რეჟისორმა მანანა ბერიკაშვილმა საზოგადოებას აცნობა, რომ მის ძმას, ზურა ბერიკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ზურას ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მანანა ბერიკაშვილმა AMBEBI.GE-სთან ისაუბრა.

„ - მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ჯერ კი­დევ მძი­მეა, თუმ­ცა, რო­გორც MRT-ზე გა­მოჩ­ნდა, თა­ვის ტვი­ნის დიდი ნა­წი­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არ არის. კვლავ არის მარ­თვით სუნ­თქვა­ზე და არის კო­მა­ში. რე­ა­ნი­მა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა­ფე­რი უკეთ­დე­ბა. ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა უკვე ჩაქ­რა, თირკმე­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ყვე­ლა ორ­გა­ნო მწყობ­რშია. ახლა ვე­ლო­დე­ბით კონ­სი­ლი­უმს გერ­მა­ნელ ექი­მებ­თან, რომ სა­ერ­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღოთ, რად­გან მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა თა­ვის ტვი­ნი და მარ­თვი­თი სუნ­თქვი­დან მოხ­სნა.

- მის ამ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას რა­ი­მე წი­ნა­პი­რო­ბა ხომ არ ჰქონ­და?

- არა­ნა­ი­რი... სა­ერ­თოდ, ზუ­რი­კო 22 წლის ასა­კი­დან ინ­სუ­ლინ­ზეა, დი­ა­ბე­ტი აქვს. თურ­მე "დი­ა­ბე­ტი­კებს" არ აქვთ ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ინ­ფარ­ქტმა ისე და­არ­ტყა, ტკი­ვი­ლი არ უგ­რძნია. უკა­ნა კე­დე­ლი და­ზი­ან­და. რო­გორც კი მოხ­და გუ­ლის ამუ­შა­ვე­ბა (გული საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვად გა­ჩერ­და), მა­ში­ვე სტენ­ტი ჩა­უდ­გეს. ერთი სტენ­ტის ჩად­გმა დას­ჭირ­და, მაგ­რამ ტვი­ნი და­ზი­ან­და.

- ხე­ლოვ­ნურ კო­მა­შია?

- არა, ბუ­ნებ­რი­ვი კო­მაა... სა­ოც­რე­ბა გა­ა­კე­თა სას­წრა­ფომ, 7 წუთ­ში გაჩ­ნდნენ და მათ გვა­ჩუ­ქეს ზუ­რას სი­ცო­ცხლე, მარ­თლა სა­ოც­რე­ბა ჩა­ი­დი­ნეს, შემ­დგომ უკვე კლი­ნი­კამ - რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ­მა გუ­ლი­კო ქი­ლიფ­თარ­მა და მის­მა გან­ყო­ფი­ლე­ბამ. სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის. არ ვიცი, რო­გორ გა­და­ვუ­ხა­დო მად­ლო­ბა.

- ზუ­რას მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებთ.

- დიდი მად­ლო­ბა."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×