რეზონანსი
04.01.2024

ისრაელმა ლიბანის სამხრეთში "ჰეზბოლას" პოზიციებზე დარტყმები მიიტანა. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი "ტვიტერის" პირად გვერდზე ავრცელებს.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინა ისრაელის თვითმფრინავებმა საჰაერო დარტყმები მიიტანეს ლიბანის სამხრეთში მდებარე "ჰეზბოლას" პოზიციებზე. სამიზნეებს შორის იყო რაკეტების გაშვების პოზიცია, სადამკვირვებლო პოსტი და ტერორისტული ჯგუფის მიერ გამოყენებადი სხვა ინფრასტრუქტურა.

ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცალკეული დარტყმა განახორციელეს "ჰეზბოლას" სხვა სადამკვირვებლო პოსტზე, რომელიც სოფელ მარუნ ელ-რასში მდებარეობდა.

ჰაგარის თქმით, ბოლო საათის განმავლობაში "ჰეზბოლამ" რამდენიმე ჭურვი გაუშვა ისრაელში მდებარე მანარას და მისგავ-ამის მიმართულებით, რის საპასუხოდაც ისრაელის თავდაცვის ძალები ჭურვების გაშვების ადგილებს არტილერიით ბომბავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×