რეზონანსი
04.01.2024

ანექსირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა გაისმა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი "ტელეგრამ" არხები და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებენ.

კერძოდ, ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. "გუბერნატორმა" მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს და "უკვე რამდენიმე საჰაერო სამიზნე იქნა ჩამოგდებული."

მან აღნიშნა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანია დაშავებული.

ადგილობრივი "ტელეგრამ" არხების ცნობით, ერთი უკრაინული რაკეტა უკვე ჩამოაგდეს, ხოლო მეორე სევასტოპოლში მდებარე სამხედრო ნაწილს მოხვდა. თვითმხილველების ცნობით, ადგილზე უკვე სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები მიემართებიან.

ასევე, თვითმხილველებზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებები გაისმა ევპატორიასთან, სოფელ უიუტნოესთან მდებარე საჰაერო თავდაცვის სამხედრო ნაწილში. თვითმხილველების ინფორმაციით, სამხედრო ნაწილისკენ უკვე მიემართებიან სასწრაფო დახმარების მანქანები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "აღკვეთილ იქნა კიევის რეჟიმის მცდელობა, განახორციელოს ყირიმში ობიექტებზე საავიაციო მართვადი რაკეტებით ტერორისტული თავდასხმა განახორციელოს". მათი ცნობით, უკვე 10 რაკეტა ჩამოაგდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×