რეზონანსი
05.01.2024

შეერთებული შტატები არ გეგმავს უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო დაფინანსების იმავე დონეზე, როგორც ეს 2022-2023 წლებში განახორციელა, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას სამხედრო დაფინანსების იმავე დონეზე, როგორც 2022 და 2023 წლებში", - აღნიშნა მილერმა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებში არ მიაჩნიათ, რომ უკრაინის იმავე დონეზე მხარდაჭერის საჭიროება არსებობს.

„არ ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებელი უნდა იყოს, რადგან ჩვენი მიზანია, უკრაინა ფეხზე დადგეს და დავეხმაროთ მას საკუთარი ინდუსტრიული ბაზისა და საკუთარი სამხედრო ინდუსტრიული ბაზის აშენებაში, რათა შეძლოს დამოუკიდებლად შეიძინოს და შექმნას საბრძოლო მასალა, მაგრამ ჩვენ ჯერ ამ გზაზე არ ვართ და ამიტომ არის ასე კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ კონგრესმა მიიღოს დამატებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტი, რადგან ჩვენ ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც უკრაინას შეუძლია მხოლოდ თავად დაიცვას საკუთარი თავი", - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×