რეზონანსი
05.01.2024

ინდონეზიაში, ჯავის პროვინციაში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე სამი დაიღუპა და 28 დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მაშველები ვაგონებს შორის ჩარჩენილი ორი ადამიანის გამოყვანას ცდილობენ.

ამასთან, სამაშველო სამსახურში არ აკონკრეტებენ, ცოცხლები არიან თუ არა აღნიშნული პირები.

ავარიის დროს მატარებლებში 478 მგზავრი იმყოფებოდა. დაღუპულები არიან ეკიპაჟის წევრები. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მატარებლის ოპერატორ კომპანიასა და პროვინციის მთავრობაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩაატარებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×